დღეს, 24 მაისს, "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი "სახალხო სასამართლოს" აუდიოჩანაწერს გადაცემს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, აუდიოჩანაწერი ასახავს მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას ედუარდ შევარდნაძის ოფიციალურ წარმომადგენლებთან "ვარდების რევოლუციის" წინა დღეებში.
~ამ შეხვედრას შესაძლებელია ეწოდოს "შეხვედრა დანაშაულებრივი გარიგებისთვის", რადგან იგი მიმართულია ყველას წინააღმდეგ, გარდა იმ პიროვნებებისა, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობენ~, - აცხადებენ ~თეთრები~.