დღეს, 24 მაისს, 16:00 საათზე, ჭადრაკის სასახლეში "ქართული აკადემიის" წევრები ფართო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
არჩევნების თემატიკაზე დაგეგმილ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
როგორც "ქართული აკადემიის" წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აცხადებს, შეხვედრის მონაწილეები თბილისის მერობის კანდიდატების შანსებზე იმსჯელებენ და ოპოზიციას გამარჯვების საკუთარ ფორმულას შესთავაზებენ.
"ასეთი ფორმულა პარტიებმა ვერ იპოვეს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მარტივია და ამას სწორედ ჭადრაკის სასახლეში წარმოვადგენთ", _ განაცხადა ქანთარიამ.