ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული 9 ადამიანი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ წასული.
საოკუპაციო ძალებმა 9 ადამიანი საჩხერის რაიონთან ახლოს დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.