"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.
გიორგი თარგამაძე პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად ამჟერად სოფელ აგარაკების მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
სოფლის მცხოვრებლებს ყველაზე მეტად საკანალიზაციო სისტემის მოუწესრიგებლობა, უგზოობა და სკოლის არარსებობა აწუხებთ. აღსანიშნავია, რომ აგარაკებში ამ დრომდე არ არის შეყვანილი ბუნებრივი აირი.
"საჭიროა თბლისს ისეთი მერი ჰყავდეს, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს ყველა რაიონზე თანაბრად გადაანაწილებს, რათა ცენტრალურ უბნებსა და დედაქალაქის შემადგენლობაში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებს ერთნაირ პირობებში ცხოვრების საშუალება მიეცეთ", - განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ სოფელი აგარაკები თბილისის შემადგენლობაში ცოტა ხნის წინ შევიდა. ის ვაკის რაიონს ეკუთვნის.