საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერს რამინ მეჰმან ფარასთის შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ირანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.
მათ შორის საუბრი შეეხო ორი ქვეყნის მასმედიის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი კონტაქტების განვითარების საკითხებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეჰრ მოთაქის საქართველოში მომავალი ოფიციალური ვიზიტის საკითხიც.
რამინ მეჰმან ფარასთი საქართველოს 19 მაისს, ირანის წამყვანი მედია საშუალებების 15 კაციან დელეგაციასთან ერთად ეწვია.