"ალიანსი საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასიანია და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თინა ხიდაშელი დღეს საბურთალოს მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრა ბუკიას ბაღში გაიმართა, სადაც ალასანია მოსახლეობას საკუთარ საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა.
იგი მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დასაქმებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
"ყველა ოჯახს საკუთარი ექიმი ეყოლება. ჩვენი პროგრამით, გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი მერიის მუნიციპალიტეტის ხარჯებით", - განაცხადა ალასიანიამ.