სომხეთის მთავრობამ მოიწონა კანონპროექტი თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
შესაბამისი კანონპროექტი სომხეთის მთავრობის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შავარშ კოჩარიანმა წარადგინა.
კანონპროექტს, რიგგარეშე სხდომაზე, სომხეთის პარლამენტი 10 მაისს გაიხილავს.
”მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარება განპირობებულია სომხეთსა და მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას შორის საკითხის განხილვის შედეგებით, შემდგომი განვითარების (რეგიონში არსებული სიტუაციის), მათ შორის გარე ფაქტორებით”, - განაცხადა კოჩარიანმა.
კანონპროექტი სომხეთის პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციების ”მემკვიდრეობა” და ”სომხეთის ეროვნული კონგრესი” დეპუტატებმა ზარუი ფოსტანჯიანმა და გრანტ ბაგრატიანმა მოამზადეს.