„ისთ ფოინთი“ მერის მოლოდინშია. მერის ყოველთვიური ხელფასი კი 2 ათასი ლარი იქნება.
წესდების მიხედვით, „ისთ ფოინთის“ მერის არჩევის პროცესი 3 ძირითად ეტაპად იყოფა.
ეტაპი #1 - სამი ძირითადი კანდიდატის შერჩევის პროცესი
- ამ ეტაპზე მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის ასაკიც 2016 წლის 17 აპრილის ჩათვლით უტოლდება ან აღემატება 21 წელს.
- იმისათვის, რომ არჩევნების შესარჩევ ეტაპზე მსურველის კანდიდატურის განხილვა მოხდეს, საჭიროა, რომ მან შეავსოს ყველა სავალდებულო ველი და გამოაგზავნოს მოთხოვნილი ინფორმაცია ვებ-გვერდზე - www.gov.eastpoint.ge
- ინფორმაციის არასრულად შევსების, ან შეცდომით შევსების შემთხვევაში, საორგანიზაციო ჯგუფი უფლებას იტოვებს ჩახსნას კონკურსანტის კანდიდატურა.
- საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგში მოღვაწე ადამიანებით, გაეცნობა თითოეულ განცხადებას და თავისი შეხედულებისამებრ აარჩევს 3 საუკეთესო კანდიდატს.
ეტაპი #2 - საარჩევნო კამპანია
- ამ ეტაპიდან, სამივე კანდიდატთან გაფორმდება ხელშეკრულება. თითოეული კანდიდატი მიიღებს კონტრაქტით განსაზღვრულ ანაზღაურებას - 1000 (ათას) ლარს, იმ აქტივობებში მონაწილეობის სანაცვლოდ, რომლებსაც საორგანიზაციო ჯგუფი დაგეგმავს.
- შერჩეული კანდიდატები ერთვებიან საარჩევნო „რბოლაში“. თითოეული მათგანი, საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით შეიმუშავებს საარჩევნო პროგრამას.
- სამივე კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს რიგ აქტივობებში, რომლებიც საორგანიზაციო ჯგუფის მიერ იქნება განსაზღვრული.
- კანდიდატები ვალდებულები არიან საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით შექმნილი საარჩევნო პროგრამა წარადგინონ სხვადასხვა მედია არხებში (ტელევიზიებში, ვიდეო-რგოლებში, ბილბორდებზე, სხვადასხვა ციფრულ და ბეჭდურ მედიაში).
- კანდიდატები ერთმანეთს მოდელირებულ დებატებში შეხვდებიან და საორგანიზაციო ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ, შეეცდებიან დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა. ასევე თავიანთი დაპირებებისა და პროგრამის უპირატესობა.
ეტაპი #3 - მერის არჩევა და შემდგომი აქტივობები
- ისთ ფოინთის მერს მოქალაქეები დემოკრატიულად, არჩევნების გზით გამოავლენენ.
- ხმების მიცემა მოხდება ორი გზით - ვებ-გვერდის მეშვეობით და ისთ-ფოინთში დამონტაჟებულ საარჩევნო უბნებზე. ორივე გზით მიღებული ხმები დაჯამდება.
- სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი, რომელიც ხმების ყველაზე დიდ რაოდენობას დააგროვებს, ისთ ფოინთის მერი გახდება.
მერის მოვალეობები
არჩევნების დასრულების შემდეგ, გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კანდიდატსა და ისთ ფოინთს შორის. კონტრაქტით განისაზღვრება არჩეულ მერსა და ისთ ფოინთს შორის თანამშრომლობის ვადა. ამ ვადის განმავლობაში, მერი ჩაერთვება ისთ ფოინთის (საორგანიზაციო ჯგუფის) მიერ ორგანიზებულ აქტივობებში, სანაცვლოდ კი მიიღებს ყოველთვიურ ანაზღაურებას - 2000 (ორი ათას) ლარს.