ირაკლი ფირცხალავას ოჯახს გირაოს თანხა - 15 000 ლარი დაუბრუნდა. ფირცხალავას მეუღლის, ნინო ხვიტიას მოთხოვნა გირაოს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დააკმაყოფილა.
ხვიტიას განცხადებით, ფირცხალავას ე.წ. კორტების საქმეზე 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა და ბუტა რობაქიძის საქმეზე შეფარდებული გირაო აღკვეთის მიზნებს აღარ ემსახურებოდა. პროკურორი ხვიტიას მოთხოვნას არ დაეთანხმა. რამაც ფირცხალავას პროტესტი გამოიწვია.
"გოშაძე და ყუფარაძე მე დავაკავე . ისინი გაუშვეს, მე დამიჭირეს. ჩემს ოჯახს არასდროს არავისთვის ქონება არ წაურთმევია. საშუალება არ აქვს ფინანსური და ოჯახს სჭირდება თანხა. გთხოვთ, დააკმაყოფილოთ ჩემი მეუღლის შუამდგომლობა, დაუბრუნოთ თანხა. ჩემმა მეუღლემ როგორ უნდა უზრუნველყოს ჩემი სასამართლოში გამოცხადება? მიეცით გირაოს ფული და შემიცვალეთ აღკვეთის ღონისძიება გირაო დაპატიმრებით", - განაცხადა ფირცხალავამ სასამართლო პროცესზე.