"ალიანსი საქართველოსთვის" კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუნი ხელისუფლებას ძველ თბილისში არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხორგუანმა დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
მისი ინფორმაციით, ვერცხლის ქ. # 21-ში შენობის დანგრევის შედეგად დარჩენილი ნაგავი # 19-ში კერძო სახლის კედელთან არის მიყრილი და თითქმის ერთ სართულს ფარავს. რის შედეგადაც სახლი დაინესტა და ზიანდება და თუ ნაგავი სასწრაფოდ არ გაიტანეს, შესაძლოა ჩამოინგრეს. ასეთივე პრობლემაა ვერცხლის ქ. #35-ის და #37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვერცხლის ქუჩის I შესახვევში დანგრეული სახლის ნარჩენებია დაყრილი.
"ასეთივე პრობლემებია ნაკაშიძეების ქუჩაზე, რომლის მცხოვრებლების განცხადებებით რაიონულ გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს და სტანდარტული პასუხი მიიღეს: როცა საშუალება იქნება, მაშინ დაგეხმარებითო", - განაცხადა ხორგუანმა.
კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლების პრობლემებზე წერილობით მიმართა ადგილობრივ გამგეობებს და ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს.
"ვიდრე ხელისუფლება საარჩევნო "პიარით" არის დაკავებული, შესაძლოა ძველი თბილისის ისტორიული უბანი ისტორიის საკუთრება გახდეს", - აცხადებს მაჟორიტარი კანდიდატი.