ნატო-ში აშშ-ის ელჩმა დუგლას ლიუიტმა განაცხადა, რომ ალიანსის გაფართოების შანსი უახლოეს მომავალში არ არის. ამის მიზეზად მან რუსეთის დესტაბილიზაციის საფრთხე დაასახელა დადასძინა, რომ ასეთმა პერსპექტივამ შესაძლოა, იმედი გაუცრუოს საქართველოსა და რამდენიმე ბალკანურ ქვეყანას.
,,როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ალიანსში აშშ-ის ელჩმა უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა
“პრაქტიკულად მე ვერ ვხედავ, უახლოეს წლებში ნატო-ს გაფართოებს პრესპექტივას. ვფიქრობ რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტარტეგიულ გარემოში და ეს სტრატეგიული გარემო ნატო-ს გაფართოებას ამუხრუჭებს”, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა
მისი თქმით, “ღია კარის” პოლიტიკა ძალაში რჩება, თუმცა ახალი წევრების მოწვევაზე ალიანსის ყველა წევრი უნდა შეთანხმდეს, ამის ალბათობა კი ძალიან მცირეა.
“შანსი არ არის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსა ან უკრაინის მოწვევასთან დაკავშირებით კონსენსუსს მივაღწევთ”, - განაცხადა დუგლას ლიუიტმა.