საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არჩევნებამდე სამი თვით ადრე დაიწყება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.
”რაც შეეხება სიას და თუ ვინ იქნება მაჟორიტარულ ოლქებში წარმოდგენილი პარტია ”ქართული ოცნების” მიერ, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. თქვენ იცით, რომ სამი თვით ადრე დაიწყება ოფიციალურად საარჩევნო კამპანია. ალბათ, ამაზეც მოხდება შეთანხმება პრეზიდენტთან და შესაბამისად, უახლოეს მომავალში იქნებიან წარდგენილი კანდიდატები”, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღად 8 ივლისი შესთავაზა, ხოლო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ თარიღს მაისისთვის გადმოწევს.