პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს შენობისკენ დაიძრნენ. მიტინგის მონაწილე ადვოკატებისა და მოძრაობა "სოლიდარობა პოლიტპატიმრების" აქტივისტების განცხადებით, მსვლელობა მშვიდობიანი იქნება.
თავად მოძრაობის ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით კი, უზენაეს სასამართლოსთან მის მოძრაობასა და ადვოკატებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მომიტინგეები უზენაესი სასამართლოსკენ რუსთაველის გამზირის გავლით მიემართებიან, რის გამოც, დედაქალაქის ცენტრალური პროსპექტი ამ წუთებში გადაკეტილია.