იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციული პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო პროექტს გასვლის შანსი არა აქვს.
რაც შეეხება უმრავლესობის 81 წევრის ინიციატივას, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას 2016 წლიდან ითვალისწინებს, ხმალაძის განმარტებით, მისი მიღების შანსი მაღალია.
ხმალაძემ კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ პირადად, და “რესპუბლიკელები“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერენ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის 81 წევრის პროექტის განხილვა კომიტეტში დებატების ფონზე მიმდინარეობს.