"ალიანსი საქართველოსთვის" კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფიო ხორგუნი ხელისუფლებას ძველ თბილისში არსებული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ხორგუანმა დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.
მისი ინფორმაციით, ვერცხლის ქ. #21-ში შენობის დანგრევის შედეგად დარჩენილი ნაგავი #19-ში კერძო სახლის კედელთან არის მიყრილი და თითქმის ერთ სართულს ფარავს. რის შედეგადაც სახლი დაინესტა და ზიანდება და თუ ნაგავი სასწრაფოდ არ გაიტანეს, შესაძლოა ჩამოინგრეს. ასეთივე პრობლემაა ვერცხლის ქ. #35-ის და #37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვერცხლის ქუჩის I-ელ შესახვევში დანგრეული სახლის ნარჩენებია დაყრილი.
"ასეთივე პრობლემებია ნაკაშიძეების ქუჩაზე, რომლის მცხოვრებლების განცხადებებით რაიონულ გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს, საიდანაც სტანდარტული პასუხი მიიღეს, როცა საშუალება იქნება, მაშინ დაგეხმარებითო", - განაცხადა ხორგუანმა.
ამასთან, კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩევლების პრობლემებზე წერილობით მიმართა ადგილობრივ გამგეობებს და ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს.
"ვიდრე ხელისუფლება საარჩევნო პიარით არის დაკავებული, შესაძლოა ძველი თბილისის ისტორიული უბანი ისტორიის საკუთრება გახდეს", - აცხადებს მაჟორიტარი კანდიდატი.