საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდება.
ქვეყნის პირველი პირი საკუთარ თანაგუნდელებს ავლაბრის რეზიდენციაში, სავარაუდოდ, 17:00 საათისთვის მიიღებს და პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მათთან ქვეყნისთვის ამ დროისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უმრავლესობის წევრებს პერიოდულად ხვდება.