ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 12 პირი დააკავეს. ,,რუსთავი 2"- ის ინფორმაციით, რუსი ოკუპანნტების მიერ დაკავებულთა შორის არასრულწლოვანებიც არიან. დაკავების ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. ხურჩაში დაკავებული პირები სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში გადაიყვანეს. დეტალები ზუსტდება.