თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომთურქეთი საქართველოსგან თურქი მესხების რეპატრიაციის შესახებ 1999 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ელოდება.
“როგორც აღვნიშნე, 1999 წელს საქართველომ აიღო თურქი მესხების რეპატრიაციის ვალდებულება და ჩვენ ამ მხრივ განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ ადამიანების რეპატრიაცია იქნება ასახული ერთ-ერთ პრიორიტეტად ევროსაბჭოს წევრი საქართველოს სამოქმედო გეგმაში”, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამავე დროს, აჰმეთ დავუთოღლუმ აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.