პარლამენტის თავმჯდომარე ახალციხეში ამომრჩევლებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ წყლის მომარაგების საკითხების გაუმჯობესებაზე, გაზიფიკაციასა და მოსახლეობის დასაქმებაზე ისაუბრა. ამის შემდეგ იგი პირადად გაესაუბრა ახალციხელებს და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.
დავით ბაქრაძემ ჯანდაცვის ახალ სისტემასა და პენსიების მომატებაზეც გაამახვილა ყურადღება. მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ბევრი გადაწყვეტილი პრობლემისა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
მასალის გამოყენების პირობები