"თორთლაძე დემოკრატების" ლიდერი ბორჯომში წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს. გია თორთლაძემ ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები გოჩა გობრონიძე და თინა ივანიშვილი წარუდგინა.
გია თორთლაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებასთან მუდმივი დიალოგი მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. მისი მიზანი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ბორჯომის გაზიფიკაცია, ტარიფების დაწევა და სოფლებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.