პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებისა და წინასაარჩევნო თარიღთან დაკავშირებით მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც არ შეცვლის. გიორგი აბაშიშვილის თქმით, დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრს არ სურს კრიზისის შექმნა
„თითქმის 2 დღის განმავლობაში გვესმის ხატოვანი განცხადებების მთელი კასკადი და არაკვალიფიციური შეფასებები სახელმწიფო მართვის საკითხებთან მიმართებაში. ეს ხან იქნება იმპიჩმენტი, ხან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ბიუჯეტი და ა.შ. ასეთი ტიპის არაკვალიფიციური შეფასებები, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა, არჩევნების თარიღის და საარჩევნო კამპანიის ადრე დაანონსებას, გამოცხადებასა და შემდგომში უკვე გამოცემასთან დაკავშირებით. აქ გადაწყვეტილების შეცვლაზე საუბარი არ არის. არ მიმაჩნია, რომ რაიმე ფორმით და მითუმეტეს პრემიერს უნდოდეს კრიზისის გამოწვევა,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარითად მაისის დასაწყისის გამოცხადებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ კვირიკაშვილის მიერ პრეზიდენტისთვის არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულების კონტრასიგნაციამდე უკან დაბრუნების შემდეგ მიიღო. პრემიერმა თხოვნით მიმართა პრეზიდენტს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივლისი შერჩეულიყო.