რეგიონში მყოფ პოლონელ ექსპერტებს დღეს აჭარის ა/რ მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე შეხვდნენ. ექსპერტები რეგიონში აჭარა-სილეზიის 2015-2016 წწ თანამშრომლობის პროგრამით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში იმყოფებიან. პროგრამა "სილეზიის გამოცდილების გაზიარება მუზეუმების მოწყობა-განვითარებასთან დაკავშირებით" მნიშვნელოვანია აჭარაში სამუზეუმო ცხოვრების განვითარების და ევროპული სტანდარტების დამკვიდრების კუთხით. 4 პოლონელი სტუმარი უკვე ერთი კვირაა ბათუმში იმყოფება და რეგიონის მუზეუმების თანამშრომლებთან და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს.