საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც "ეს შენ გეხებას" სარჩელი სრულად დააკმაყოფილა ჩიორა თაქთაქიშვილი რევოლუციურს უწოდებს და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ განაჩენი გამოუტანა მოსმენების იმ მასიურ სისტემას, რომელიც ფუნქციონირებდა და რომელსაც ენმ ემიჯნება.
”ეს არის განაჩენი ყველა იმ სახელისუფლებო შტოების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში აგრძელდებდნენ იმ პრაქტიკას, რომელიც იყო მანკიერი და რომელსაც ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემიჯნება. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ პასუხისმგებლობა, როდესაც საუბარია მოსმენებთან დაკავშირებით”, -განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ "ეს შენ გეხებას" სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების აღსრულება 2017 წლის 31 მარტამდე გადაიდო.