ხვალ, 15 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიშის განხილვა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისიდან აცნობეს, ანგარიშს წარადგენს ინსპექტორი თამარ ქალდანი.
ქალდანი თავის მოხსენებაში ყურადღებას გაამახვილებს ინსპექტორის აპარატის საქმიანობაზე და მონაცემების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
მასალის გამოყენების პირობები