რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენობაში შესვლის საკითხი განხილული არ არის. მოსახლეობასთან “პირდაპირი ხაზის” დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან განმარტა, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა.
პუტინის განცხადებთ, ოკუპირებული რესპუბლიკის დეფაქტო ლიდერთან სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი დეტალურად არ განხილულა.
“მან გამოთქვა თავისი დამოკიდბეულება ამ პრობლემისადმი. თქვა, რომ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ასეთი რეფერენდუმის ჩატარება სურს. ჩვენ ამას ვერ შევეწინააღმდეგბით”, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, ჯერ უცნობია, როგორი იქნება რეფერენდუმის კითხვის ფორმულირება. “ამის მიხედვით საბოლოოდ მოვიფიქრებთ”, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.