ბათუმის ბიუჯეტი 134 მილიონამდე გაიზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, დამატებითი თანხებიდან 4 მილიონი ლარი ძველი ბათუმის რეაბილიტაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
ქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებული ცვლილებები ოპოზიციონერებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, თანხები არასწორადაა გათვლილი და მუნიციპალურ პროექტებს არ შეესაბამება. საკრებულოს თავმჯდომარის ინიციტივით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე ახალი ბიუჯეტის შესაბამისად მუნიციპალურ პროგრამებში შესატან ცვლილებებს დეტალურად განიხილავენ.