NDI მომდევნო კვლევებს ივნისის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ორგანიზაციის თბილისის ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა განაცხადა.
თორნტონი ასევე გამოეხმაურა ბოლო კვლევების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და აღნიშნა, რომ უნდობლობა საზოგადოებრივი გამოკითხვების მიმართ ჩვეულებრივია და ეს ყველგან ასეა.
„ვფიქრობ, ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს გამოკითხვებს არ ენდობიან. ეს ჩემს ქვეყანაშიც ასე ხდება. მიზანი იმისა, რატომაც ვატარებთ საზოგადოებრივ გამოკითხვებს საქართველოში არის ის, რომ დავეხმაროთ სხვადასხვა სახელმწიფო მაღალჩინოსანს - მთავრობაში, პარლამენტში, საარჩევნო კომისიაში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, რათა მათ ჰქონდეთ უკეთესი წარმოდგენა საზოგადოებრივ აზრთან დაკავშირებით. ამგვარად მათ შეუძლიათ გაატარონ საჭირო პოლიტიკა, კანონმდებლობა და განავითარონ უკეთესი საკომუნიკაცო სტრატეგია, რაც მოქალაქეების საჭიროებებს ემთხვევა“, - აღნიშნა მან.