პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას საარჩევნო ვადებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ პრეზიდენტს სთხოვს წინასაარჩევნო ვადად აღებული იქნას 3 თვე.
,,დღეს ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რათა წარმოდგენა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მოხდეს ისეთ დროს, რათა გამოქვეყნება დაემთხვეს ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას. რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ასევე ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორიდან და სხვადასხვა პარტიის მხრიდან გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება ორი თვის ვადასთან დაკავშირებით, გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იქნას ისეთ დროს, რათა გამოქვეყნებაც დაემთხვეს 8 ივლისს, რათა 3 თვე ავიღოთ წინაასარჩევნო პერიოდის ვადად. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირი გაუგებრობას და სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ'', - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.