ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კიევში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "UITT2016" მიიღო მონაწილეობა. გამოფენაში ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთადსაქართველოს სტენდზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი კომპანიები და სახელმწიფო სტრუქტურები :აჭარის ტურიზმისადა კურორტების დეპარტამენტი, Capital Georgia Travel, Liberty Georgia Destination Management, Sairme hotels and resorts, Prestige tour, Borjomi Palace, Georgian Discovery tours და Travel To Georgia 2010.
უკრაინის რიგით 22-ე საერთაშორისო გამოფენას საშუალოდ მსოფლიოს 60-ზე მეტი სახელმწიფოდან 22,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. "UITT2016" -ს საათში 750-მდე უნიკალური ვიზიტორი ეწვია. გამოფენას 700 კომპანიიდან 7500-ზე მეტისაერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიის პროფესიონალი წარმომადგენელი ეწვია. საქართველოს ტურისტულიპოტენციალის გასაცნობად გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრებიგამართეს საერთაშორისო ტურისტული სააგენტოების, ავიაკომპანიებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებთან.
უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლისმარტში საქართველოს უკრაინიდან 11 366 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთანშედარებით 26.9%-ით მეტია.