საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ გაეროსგენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში, ჯეფრი ფელტმანს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროსა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე მსოფლიოშიმიმდინარე პროცესები. აღნიშნეს, მსოფლიოში არსებული გამოწვევების აღმოფხვრის პროცესში გაეროს ჩართულობისა დაგაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპების საფუძველზე სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულვითარებას. საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოსოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთისა დაცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესსა და ადამიანის უფლებების დარღვევისფაქტებზე.
ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ანექსიის პოლიტიკის გამო,რისი ნათელი მაგალითია სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებებისგაფორმება და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელი განცხადებები რეფერენდუმის ჩატარებასთანდაკავშირებით. აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოსა და მთელირეგიონის უსაფრთხოებას და უგულებელყოფს გაეროს ქარტიით გათვალისწინებულ ფუნდამენტური პრინციპებსა დამოსკოვის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, უპირველესად, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტისშეთანხმების პირობებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ამასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს თანათავმჯდომარის საქმიანობისთვის. მინისტრმა ხაზიგაუსვა თანათავმჯდომარეების როლს დღის წესრიგით გათვალისწინებული ისეთი ძირითადი საკითხების შესრულებისპროცესში, როგორებიცაა: ძალის გამოუყენებლობა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და დევნილიმოსახლეობის უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს გალის ინციდენტებისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და გამოთქვეს იმედი, რომ მექანიზმი შეუფერხებლად გააგრძელებს მუშაობას სტაბილურობისა და ადგილობრივიმოსახლეობის საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
თავის მხრივ, გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა გაეროს ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის მიმართ.