მუხიანში PSP-ს აფთიაქი დააყაჩაღეს. ინციდენტი გუშინ გვიან ღამით მოხდა. დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ფილიალში დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და თანხა გაიტაცეს.
ყაჩაღობის ფაქტის სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია. მომხდარის შესახებ, აფთიაქის ტანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და კრიმინალისტები მივიდნენ. აფთიაქის თანამშრომელთა დაკითხვა ორი სათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.