საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Freedom House-მა გამოაქვეყნა ანგარიში „სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში- 2016,“ რომლის თანახმად, ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წელს საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იქნება.
“მოსალდონელი დაძაბული რბოლის გათვალისწინებით, სავარაუდოდ გაიზრდება “ქართული ოცნების” - მმართველი კოალიციის, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების პოლიტიკური აქტივობა. “ქართული ოცნებისადმი” მხარდაჭერის დონის შემცირებისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მეტწილად მდგრადი მხარდაჭერის გამო, არჩევნების მთავარი ბენეფიციარი შესაძლოა, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები გახდნენ, თუკი ამჟამინდელი ტენდენცია გაგრძელდება. ამ პარტიებს შორის არიან პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, ფუნდამენტურად შეცვალონ საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკის ხასიათი იმის მიუხედავად, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ისინი ძალაუფლების მოსაპოვებლად საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებენ”, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შორის დაპირისპირება წლის განმავლობაში ნაკლებად თვალსაჩინო იყო, სავარაუდოდ ხმაურიანი წინასაარჩევნო ღონისძიებების არარსებობის გამო.