NDI-ის მორიგი კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 58 პროცენტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება მისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს.
კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას; რომ ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, გამოკითხვის მიხედვით, პასუხი ასეთია - ვეთანხმები - 37% არ ვეთანხმები -58%.
საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
კვლევის პოლიტიკურ ნაწილსაც NDI მიმდინარე კვირაში გამოაქვეყნებს.