დღეს, პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების, ე.წ. უდოს კომისიის სხდომაზე 239 პატიმრის საქმეს განიხილავენ. როგორც კომისიაში განმარტავენ, სხდომაზე ყველა კატეგორიის პატიმრის საქმე განიხილება, რომელთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმაც კომისიას განცხადებით 5 ოქტომბრამდე მიმართეს. მათ შორისაა 14 ქალისა და 2 არასრულწლოვნის საქმე. "უდოს" ახალი კომისია უკვე მეორედ იკრიბება. პირველ სხდომაზე კომისიამ 72 პატიმრის საქმე განიხილა, ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა 18-ს მისცა და სასამართლომ ყველა მათგანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
.
მასალის გამოყენების პირობები