ენმ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსესუსის მიღწევის მომხრეა, - ამასთან დაკავშირებით, გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე კონსესუსს უნდა მიაღწიონ და არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში მივიღოთ არსებულზე უკეთესი საარჩევნო სისტემა. გვესმის, რომ ეს გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, თუმცა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელია”, - აცხადებენ პარტიაში.