ბათუმში საკონსტრუქციო პროდუქციისა და ტექნოლოგიური ნაწარმის საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს.
25-მდე დასახელების სამშენებლო მასალა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სხვადასხვა დიზაინის გარე განათების ბოძები, მზის ენერგიის გამათბობლები და უამრავი სხვა ნაწარმი თურქულმა კომპანიებმა გამოფინეს. პროდუქცია საგამოფენო დარბაზის ორ სართულზეა წარმოდგენილი.
გამოფენა საზეიმოდ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თურქ ბიზნესმენებთან ერთად გახსნა. ყველაზე მეტი დამთვალიერებელი სამშენებლო მასალების საგამოფენო კუთხეს ჰყავდა.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გამოფენა ქართველი და თურქი ბიზნესმენების სამომავლო ურთიერთთანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები