ამ წუთებში საქართველოს მთავარი პროკურატურის უკან, საპატრულო შენობასთან, "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" აქცია მიმდინარეობს. მოძრაობის აქტივისტები მათი თანაპარტიელის, კოტე გომელაურის დაკავების ფაქტს აპროტესტებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნოღაიდელის პარტიაში განუცხადეს, გომელაური უკანონოდ იქნა და დაპატიმრებული და მას ნარკოტიკული საშუალებები პოლიციელებმა "ჩაუდეს."