ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გამყარებას და კონფლიქტების მოგვარებას ხელი უნდა შეუწყოს. ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაშია, რომელის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რეგიონს ევროპის ენერგეტიკის სფეროში ცენტრალური მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ევროკავშირის სტრატეგია სამხრეთ კავკასიაში სამ საკითხზე იყოს კონცენტრირებული - კონფლიქტების გადაჭრაზე, დემოკრატიის ხელშეწყობასა და კანონის უზენაესობაზე, ასევე, ეკონომიკურ თანამშორომლობასა და სოციალურ განვითარებაზე.
აქვე აღნიშნავენ, რომ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას ~გაყინული კონფლიქტები" ხელს უშლის.
რეზოლუციაში ასევე საუბარია საქართველოში 30 მაისისთვის დაგეგმილ არჩევნებზე, სადაც ევროპარლამენტარები მოითხოვენ, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემით ჩატარდეს.
ამასთან, ევროპარლამენტი საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე დასაკვირვებლად შვიდი წევრისგან შემდგარი დელეგაციის გამოგზავნას გეგმავს.