პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნები წაეგო. ამის შესახებ მან "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პოლიტოლოგი ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიას უწუნებს და ახალი ოპოზიციის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.
"თითქოს სხვადასხვა ოპოზიციური დაჯგუფება ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო კატასტროფულ შეცდომას დაუშვებს... ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ახალი გენერალიზაციის ოპოზიცია. ქრონიკული ოპოზიცია ქრონიკული მძიმე დაავადების ტოლფასია. ე. ი. პოლიტიკური ძალა, რომელიც 15-20 წელია ოპოზიციაშია, უკვე ჩამოყალიბებულია, როგორც ოპოზიციონერი. ის თუ ხელისუფლებაში მოვა, მოვა როგორც ოპოზიციონერი და ხელისუფლებაშიც საკუთარი თავის ოპოზიცია იქნება. ასე დაემართა თავის დროზე ზვიად გამსახურდიას", - განმარტა ცინცაძემ.