საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პერტნიორობის საკითხზე სერიოზულად ვერ ისაუბრებს. როგორც დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, „რესპუბლიკური პარტია“ განწყობილია, მომავალ პარლმენტში პარტნიორები მოძებნოს, მაგრამ ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“.
„პოლიტიკური პარტიის არსი საზოგადოებაზე გავლენის მოხდენაა და ხელისუფლებაში ყოფნა ნებისმიერი პარტიის სურვილია. პარტია, რომელიც არჩევნებში რამდენიმე მანდატის მოსაპოვებლად და ოპოზიციაში წასასვლელად მიდის, პოლიტიკური პარტია არ არის. ეს იგივეა, ბიზნესში მოგება არ გინდოდეს. რესპუბლიკელები, არსებობის 40 წლის განმავლობაში, ხელისუფლებაში სულ რაღაც 3,5 წელიწადი ვიყავით. დანარჩენი წლები სულ ოპოზიციაში ვართ, მაგრამ ამასაც გარკვეული ხიბლი აქვს. ჩვენ განწყობილი ვართ, მომავალ პარლამენტში პარტნიორები მოვძებნოთ, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” პარტნიორობის საკითხზე სერიოზულად ვერ ვისაუბრებ“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.