აზერბაიჯანი არ ადასტურებს ინფორმაციას მხარეთა შორის შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აზერბაიჯანის საგარეო უწყებისთვის არავის მიუმართავს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სოხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირების ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, - ამის თაობაზე აზერბაიჯანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელემა ხიკმეტ გაჯიევმა განაცხადა.
„აზერბაიჯანის საგარეო უწყების სახელით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა გაჯიევმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დღეს, ადგილობრივი დროით, 12:00 საათიდან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.