რუსეთის ფედერაციის, სამხრეთის სამხედრო ოლქის დაღესტანში დისლოცირებულმა მოტომსროლელი ბრიგადის ქვედანაყოფებმა 20 კილომეტრიანი მარში განახორციელეს და პოლიგონ „დალნი“-ში განთავსდნენ. ბოლოგინზე ბატალიონის ტაქტიკური სწავლება იგეგმება.
სწავლების მიზანია „მოწინააღმდეგის თავდასხმის მოგერიება საბრძოლო ტექნიკის კოლონისგან და თავდაცვის შენარჩუნება ძირითადი ძალების შემოერთებამდე“.
სწავლება 9 აპრილამდე გაგრძელდება.
სწავლებისას გამოყენებული იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე დაგეგმილია სროლები ავტომატებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან, ტანკებიდან, სარაკეტო სისტემა გრადიდან, თვითმავალი ჰაუბიცა „გვიზდიკიდან“.