ბოლო 2 დღის განმავლობაში, მთიან ყარაბაღში 16 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ ,,ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. ,,ამასთანავე, ოპერაციის მიმდინარეობისას, 4 აპრილის საღამოდან 5 აპრილის დილამდე, მოკლულია 70 სომეხი ჯარისკაცი და განადგურებულია 20- მდე სამხედრო ტექნიკა“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
აზერბაიჯანი ასევე იტყობინება სომხეთის შეიარაღებული ძალების მსხვილი ობიექტის განადგურების შესახებ მაგადიზში.
მთიანი ყაღაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში ბაქოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს. გუშინ ე.წ. უწყებამ განაცხადა, რომ 2 აპრილის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს 20 სომეხი სამხედრო და 5 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, დაიჭრა 70 ადამიანი. სომხური მხრე ასევე იტყობინება 2 აზერბაიჯანული ვეტმფრენის, 20 ტანკის, 6 უპილოტოს, 5 БМП -ს და ,,გრადის“ განადგურების შესახებ.
სიტუაცია მთიან ყარაბაღში 2 აპრილს დაიძაბა.