საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რიყეზე ახლად აშენებულ გვირაბს გახსნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტი გვირაბს თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად გახნის.
დღესვე სააკაშვილი საცურაო აუზ "ოლიმპიკს" ეწვევა, რომლიც პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ გახსნა.
შეგახსენებთ, რომ ახალი გვირაბის სიგრძე 1270 მეტრია. გვირაბის საშუალებით განიტვირთება საავტომობილო მოძრაობა და რიყეზე არსებული 8 ჰექტარი ტერიტორია მთლიანად ქვეითად მოსიარულეებს დაეთმობა; მოეწყობა თანამედროვე დიზაინის დასასვენებელი პარკი, ღია კაფე-ბარებით. ტერიტორია გამწვანება ათეულობით სხვადასხვა სახეობის მცენარეებით; დასასვენებელ პარკში დამონტაჟდება შადრევანი, რომელსაც ღამე სხვადასხვა ფერის შეფერილობა ექნება. შადრევანი "3D" გამოსახულების ფუნქციითაა აღჭურვილი, რაც შესაძლებლობას იძლევა, მასზე ნებისმიერი სახის პანორამა გამოისახოს.
გვირაბის ზედა ტერიტორია სრულად იქნება ათვისებული, გამწვანდება და დასასვენებელი პარკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდება.