ხვალ, 21 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში~ მეფე მირიანის დარბაზში, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო~ და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი აწყობს პოლიტიკური გაერთიანება "ეროვნული საბჭოს~ ეკონომიკური ხედვების პრეზენტაციას. პრეზენტაცია პროექტის
_ "თემატური დებატების ორგანიზება პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალეობისთვის~ _ ფარგლებში მომზადდა. მისი მიზანია, პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური ხედვების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა, ადგილობრივი არჩევნების წინ თავისუფალი სადებატო სივრცის უზრუნველყოფა და დებატების ორგანიზება ეკონომიკურ და სოციალურ თემატიკაზე.
პრეზენტაციაზე მოწვეული არიან მედიის, საექსპერტო წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უახლოეს დღეებში გაიმართება პოლიტიკური გაერთიანება "ალიანსი საქართველოსთვის~, "მრეწველების~, "ნაციონალური მოძრაობის~ და "დემოკრატიული პარტიის~ ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაცია.