დღეს უნდა გახდეს ცნობილი დატოვებს თუ არა კოალიციას კიდევ ერთი სუბიექტი. ეროვნული ფორუმის ყრილობა 13:00 საათისთვის არის დაგეგმილი. ექსპოჯორჯიაში 486 დელეგატს ელოდებიან. ტექნიკური სამზადისი უკვე დასრულებულია და შეხვდრის დაწყებამდე კეთდება წინასწარი განცხადებებიც.
“ვიმსჯელებთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე, როგორც შიდა, ისე გარე გამოწვევებზე. გაკეთდება შეფასება როგორი იყო ეს ოთხი წელი და როგორი უნდა იყოს მომავალში. რაც შეეხება დღის წესრიგს, დასმული იქნება ორი საკითხი, მიიღებს თუ არა დამოუკიდებლად არჩევნებში მონაწილეობას ეროვნული ფორუმი და დატოვებს თუ არა კოალიციას,“ - განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმის წევრმა ანი მიროტაძემ.