ე.წ. ვიზის გარეშე აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა დღეიდან, იმ ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, რომელსაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.
აფხაზეთის დამოუკიდებლობას ამ დროისთვის მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აღიარებენ. აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს ტუვალუმ და ვანუატუმაც, თუმცა შემდეგ აღიარება უკან წაიღეს.
აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლისთვის, რუსეთის საზღვართან 24 საათიანი ე.წ. სავიზო პუნქტი გაიხსნება.