პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ,,რესპუბლიკელები“ ოპოზიციაში არ მიდიან. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ქვეყნის წინაშე აღებული პასუხისმგებლობიდან.
,,ოპოზიციაში არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყნას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა და ა.შ. რა სირთულეებს შექმნის“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის ევროპული დემოკრატიის მაგალითი.
,ბევრი სხვამს კითხვას, როგორ უნდა მოვახერხოთ, მე და ბატონმა გიორგიმ, ან "რესპუბლიკური" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თან პარტნიორობა და თან კონკურენტობა, როგორ და ასე, იმიტომ, რომ სხვანაირად ევროპული დემოკრატია წარმოუდგენელია. სხვანაირად თუ ყველა კოალიცია არჩევნებს რომ მიუახლოვდება, ჩამოიშლება, მთავრობა წავა-წამოვა, უმრავლესობა დაიშლება, როგორ წარმოგვიდგენია მრავალპარტიული ცხოვრება?მაშინ ისევ ერთპარტიულობისკენ მივექანებით, რომ ერთი პარტია უნდა მართავდეს და სხვას არ უნდა ესაქმებოდეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან მიმართა რეგიონებში პარტიების ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ ადგილებზე ამავე რეჟიმში გაგრძელონ მუშაობა.