"სახალხო დემოკრატების" ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა ნაძალადევის რაიონში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაიოზ ჩარკვიანი წარუდგინა, რომელიც პროფესიით იურისტია და ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
ამასთან, "სახალხო დემოკრატების" ლიდერებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს.
"მოსახლეობა "იურიდიულ უსამართლობას" უჩივის, რადგან დაგროვილი საბანკო დავალიანებების გამო ზოგიერთი ოჯახს უსახლკაროდ დარჩენის საფრთხე ემუქრება", - განაცხადა ივანიშვილმა.
გამარჯვების შემთხვევაში "სახალხო დემოკრატები" მოსახლეობას პრობლემების გადაჭრაში დახმარებას დაპირდნენ.