თბილისის იუსტიციის სახლში მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის რიგით მე-16 სხდომა გაიმართა. სხდომას იუსტიციის მინისტრი, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი უძღვებოდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა დაამტკიცეს 2 სამუშაო ჯგუფი, რომელთა საქმიანობა იქნება საქართველოში ლეგალურად მცხოვრებ უცხოელთა ინტეგრაციისა ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვა და აქტივობების განხორციელება. მიგრაციისა და განვითარების თვალსაზრისით შეხვედრისას ასევე განხილული იქნა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უზრუნველყოფს მიგრაციის კუთხით ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში მიღწეული შედეგის მდგრადობას. საუბარი შეეხო მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემის შექმნის პროცესს და საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამას.